Cargo
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

საჰაერო სატვირთო გადაზიდვა

 

გსურთ ყველაზე ხელმისაწვდომი, სწრაფი და საიმედო სატვირთო გადაზიდვა?
გნებავთ გაგზავნოთ ამერიკიდან საქართველოში კომერციული ტვირთი?
გზავნილი გთავაზობთ:

ყველაზე იაფ და სწრაფ გადაზიდვას

გზავნილის სატვირთო სერვისი განკუთვნილია კერძო პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის დიდი ზომის ან წონის ტვირთის გადასაზიდად. 400-500 კგ-ზე ნაკლები ტვირთისთვის უმჯობესია აირჩიოთ რეგულარული სერვისი. ამ სერვისის გამოყენება შეგიძლიათ ამერიკის ნებისმიერი შტატიდან საქართველოში.

ფასის მოთხოვნა

 
ხელმისაწვდომი ფასი 
თუ ეძებთ ხელმისაწვდომ გზას ტვირთის გადასაზიდად ეს არის უდავოდ ჭკვიანური არჩევანი - საუკეთესო სერვისი დაბალ ფასად.
გადაზიდვის დრო
თუ არ გაქვთ დაგვიანების ფუფუნება, ჩვენ შეგვიძლია გაგაოცოთ თუ რამდენად სწრაფად ჩამოგიტანთ ტვირთს. შეგვიკვეთეთ და დაგვაკვირდით
საკუთარი ლიცენზია
ჩვენ არ გვყავს შუამავალი ავია კომპანიასთან, გზადაზიდვის პროცესში ყველა საკითხზე კომუნიკაცია ხდება პირისპირ და პირდაპირ.
ტვირთის სახეობა
წამოღების ადგილი
წონა*
გადაზიდვის პირობა
დანიშნულების ადგილი
სიგრძე
სიმაღლე;
სიგანე
 
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
შეტყობინება

როგორ შეიძლება შამციროთ გადაზიდვის ღირებულება?

 

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლის თანხის დაზოგვას. გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთებაში. გადაზიდვის ღირებულება შედგება ეტაპობრივი ხარჯებისგან, რომელთა ნაწილობრივი თავიდან არიდება საკმაოდ ამცირებს ჯამურ ღირებულებას. გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ გადაზიდვის ღირებულების შემცირებაში:

აეროპორტში მიტანა

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ტერიტორიაზე გადაზიდვა უფასო არაა გამყიდველს თხოვეთ ფასში შეიყვანოს ჩვენს საწყობამდე ან აეროპორტამდე მიტანის თანხა. მწარმოებელს ან დიდ მაღაზიას ყოველთვის უკეთესი ფასი აქვს სახმელეთო გზავნილების სიხშირის გამო.

დოკუმენტების მომზადება

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სახიფათო ტვირთების გაგზავნისას. საქონლის შეძენამდე აუცილებლად მოითხოვეთ DG (Deingerous Goods Declaration) დეკლარაცია. ამის გარეშე ხარჯი გაგეზრდებათ.

შეფუთვის და მუშახელის ღირებულება

სწორად შეფუთული ტვირთი ზოგავს თქვენ თანხებს. ყოველთვის მოთხოვეთ გამყიდველს გამოიყენოს მცირე ზომის პალეტი და საქონელი უნდა იყოს შეფუთული რაც შეიძლება მჭიდროდ.

ფასის არჩევის შესაძლებლობა

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ტვირთი გაგზავნოთ თქვენთვის სასურველი გადაზიდვის სისწრაფით. ჩვენ ვართ ღია 7 დღე კვირაში, რაც ნიშნავს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ და შეგვიკვეთოთ გადაზიდვა.

გადაზიდვის ღირებულება ავიაკომპანისთვის

ყველასთან შეიძლება მოლაპარაკება - თუნდაც ჩვენი ისედაც დაბალი ფასი შესაძლებელია შეიცვალოს, ისევე როგორც შესაძლებელია ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება თუ დიდი რაოდენობით ტვირთი გაქვთ გადასაზიდი.

ვაგზავნით ნებისმიერი შტატიდან - ჩაგვაქვს ნებისმიერ აეროპორტში

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის ამანათისთვისაა ეს გზავნილი?
სატვირთო გადაზიდვა განკუთვნილია კომერციული ტვირთისთვის და არა ამანათისთვის.
შეიძლება ამ სერვისის გამოყენება 200 კგ-სთვის?
ჩვენი ყველა სერვისი განკუთვნილია, ჩვენი მომხმარებლისთვის და თქვენ სრული უფლება გაქვთ აირჩიოთ, რომელი მათგანის გამოყენება გსურთ, მარამ საკითხი ისაა რამდენი იქნება საბოლოოდ გადახდილი ფასი. ჩვენი გამოცდილებით 200 კგ ტვირთის გაგზავნა რეგულარული გზავნილით უფრო იაფი დაგიჯდებათ. მოდით შევადაროთ:.

რეგულარული გზავნილი 200 კგ ღირს 1050$ - ამ ფასში შედის: ავიაგადამზიდის ტარიფი (+1000 კგ-სთვის), უფასო ყუთები, სკოჩი, პალეტის წონა 20 კგ, აეროპორტამდე მიტანა, აეროპორტის მოსაკრებლები, ხელფასი, აეროპორტიდან წამოღება და დოკუმენტაციის მომზადება.

სატვირთო გზავნილი 200 კგ ღირს 700$ (3.5$ კგ ტარიფი 500 კგ-ზე ნაკლები ტვირთისთვის), შესაფუთი მასალა 50$, პალეტის წონის გადასახადი 70$, აეროპორტში მიტანა და წამოღება 150$, მძღოლის ხელფასი 100$, დოკუმენტაციის მომზადება 50$, აეროპორტის მოსაკრებლები 70$ - ჯამში 1190$.

ჩვენი გამოცდილებით 400-500 კგზე ნაკლები წონა ამ ტიპის სერვისის თვის არ არის მომგებიანი, რეგულარულის გამოყენება ჯობს.

რამდენი რეისის გაკეთება შეიძლება კვირაში?
საქართველოში ტვირთის შეტანის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - სატვირთო თვითმფრინავები, რადგან სამგზავრო იმდენად მცირე ზომის დაფრინავს ხშირად მგზავრის ბარგიც არ ეტევა. კვირაში 2 რეისი აქვს თურქეთს, 1 კარგოლუქს და 3 რეისი აზერბაიჯანს. ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ რეისის გამოყენება და თითოეულ მათგანზე არაერთი გზავნილის განთავსება.
რამდენი დღე ჭირდება ჩატანას?
გადაზიდვის ვადა დაახლოებით 3-5 დღეა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჩქაროა ჩატანა, დამატებითი ანაზღაურებით შეიძლება გარანტირებულ სახეობაზე გადატანა, რომელიც 2.5-3 დღეა.
რას ნიშნავს სახიფათო ტვირთი?
სახიფათოა ყველა ტვირთი, რომალზეც გარემო პირობებმა (წნევა, ტემპერატურა, სხვა ნივთიერებებთან შეხებისას) ზემოქმედებისას შეიძლება გამოიწვიოს შიგთავსის კონდიციის შეცვლა. ეს ყველაფერი კი გახდეს ავია კატასტროფის შედეგი. ამ სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, სახიფათო ტვირთის თითოეული კატეგორიისათვის შეიქმნა გადაზიდვის პირობები და ამ პირობებს უნდა დაემორჩილოს ყველა: გამგზავნი, გადამზიდი და ავიაკომპანია.

კიდევ გაქვთ კითხვა?

შესაძლებელია კითხვის პასუხი, რომელიც ახლა დაგებადათ უკვე გვაქვს ჩვენს პასუხების გვერდზე, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ დაგვიკავშირდით:

თქვენი სახელი და გვარი
თქვენი ელ-ფოსტა 
კითხვის საგანი
შეტყობინების ტექსტი