- GE Custom Clearance
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

განბაჟების პროცედურა

საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება ნივთი ან ნივთების ერთობლივობა თუ:

  • ნივთი ან ნივთების ერთობლივობის ღირებულება აღემატება 300 ლარს.
  • ნივთი ან ნივთების რეალური წონა  აღემატება 30 კილოგრამს.
  • ამანათში აღმოჩნდა 4 და მეტი ერთგვაროვანი ნივთი.

განბაჟების პროცედურას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს კომპანია გზავნილის ადმინისტრაცია მის მიერ დაქირავებული საბაჟოს დეკლარანტის მეშვეობით.

პროცედურას ესაჭიროება 1-2 სამუშაო დღე. მხოლოდ დეკლარაციის ფორმა 4-ის, დამზადების შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ განსაბაჟებელი გზავნილი ან ნივთი და 30 დღის განმავლობაში გადაიხდოთ სახელმწიფო ბაჟი დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლების სამინისტროს ანგარიშზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება გააჩეროს და ექსპერტიზაზე გადაცეს ნებისმიერი გზავნილი ფასის დაზუსტების მიზნით.
  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს ინვოისს თუ იგი არ არის ორიგინალი.
  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს თქვენს ან ჩვენ შეფასებას.

ზემოთ აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში გზავნილს ენიჭება სტატუსი ”პრობლემური” და განბაჟების პროცედურა გაგრძელდება 1-2 სამუშაო დღით.

საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული ფორმა 4-ის მომზადების ღირებულება ფიზიკურ ამანათზე შეადგენს 20 ლარი, ინტერნეტ გამოწერაზე 10 ლარი.