Custom Clearance - gzavnili
Phone: +995 332 247 00 22
Mon-Fri 11:00-19:00 Sat-Sun 11:00-17:00
Phone: +1 718 676 0022
Mon-Fri 9:00-19:00 Sat-Sun 10:00-17:00
Phone: +1 718 676 0022
Mon-Fri 9:00-19:00 Sat-Sun Closed
Tbilisi
Open Now
Closed Now
  • Tbilisi
  • New York
  • Delaware

განბაჟების პროცედურა

საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება ნივთი ან ნივთების ერთობლივობა თუ:

  • ნივთი ან ამანათის შიგთავსის ერთობლივობის ღირებულება აღემატება 300 ლარს.
  • ნივთი ან ამანათის რეალური წონა  აღემატება 30 კილოგრამს.
  • ამანათში აღმოჩნდა კომერციული (ერთგვაროვანი ნივთები) დანიშნულების

განბაჟების პროცედურას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს კომპანია გზავნილის ადმინისტრაცია მის მიერ დაქირავებული საბაჟოს დეკლარანტის მეშვეობით.

საბაჟოზე შეჩერებული ტვირთის პროცედურის გავლას ესაჭიროება 5-6 სამუშაო დღე. მხოლოდ დეკლარაციის ფორმა 4-ის დამზადების შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ განსაბაჟებელი გზავნილი ან ნივთი და 30 დღის (საბაჟო რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საბაჟომ არ მოგანიჭოთ საშეღავათო პერიოდი) განმავლობაში გადაიხდოთ სახელმწიფო ბაჟი დეკლარაციაში მითითებულ ანგარიშზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება გააჩეროს და ექსპერტიზას გადაცეს ნებისმიერი გზავნილი ფასის დაზუსტების მიზნით.
  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს ინვოისს თუ იგი არ არის ორიგინალი.
  • საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს თქვენს ან ჩვენს შეფასებას.

ზემოთ აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში გზავნილს ენიჭება სტატუსი ”პრობლემური” და განბაჟების პროცედურა გაგრძელდება 2-3 სამუშაო დღით.

საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული ფორმა 4-ის მომზადების ღირებულება ფიზიკურ ამანათზე შეადგენს 20 ლარი, ინტერნეტ გამოწერაზე 10 ლარი.

Dear customers. Due to the epidemiological situation in the country, we would like to inform you that persons without a face mask are not allowed in our office !!!.