საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება ნივთი ან ნივთების ერთობლივობა თუ:
- ნივთი ან ამანათის შიგთავსის ერთობლივობის ღირებულება აღემატება 300 ლარს.
- ნივთი ან ამანათის რეალური წონა აღემატება 30 კილოგრამს.
- ამანათში აღმოჩნდა კომერციული (ერთგვაროვანი ნივთები) დანიშნულების
განბაჟების პროცედურას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს კომპანია გზავნილის ადმინისტრაცია მის მიერ დაქირავებული საბაჟოს დეკლარანტის მეშვეობით.
საბაჟოზე შეჩერებული ტვირთის პროცედურის გავლას ესაჭიროება 5-6 სამუშაო დღე. მხოლოდ დეკლარაციის ფორმა 4-ის დამზადების შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ განსაბაჟებელი გზავნილი ან ნივთი და 30 დღის (საბაჟო რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საბაჟომ არ მოგანიჭოთ საშეღავათო პერიოდი) განმავლობაში გადაიხდოთ სახელმწიფო ბაჟი დეკლარაციაში მითითებულ ანგარიშზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება გააჩეროს და ექსპერტიზას გადაცეს ნებისმიერი გზავნილი ფასის დაზუსტების მიზნით.
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს ინვოისს თუ იგი არ არის ორიგინალი.
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს თქვენს ან ჩვენს შეფასებას.
ზემოთ აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში გზავნილს ენიჭება სტატუსი ”პრობლემური” და განბაჟების პროცედურა გაგრძელდება 2-3 სამუშაო დღით.
საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული ფორმა 4-ის მომზადების ღირებულება ფიზიკურ ამანათზე შეადგენს 20 ლარი, ინტერნეტ გამოწერაზე 10 ლარი.