საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება ნივთი ან ნივთების ერთობლივობა თუ:
- ნივთი ან ნივთების ერთობლივობის ღირებულება აღემატება 300 ლარს.
- ნივთი ან ნივთების რეალური წონა აღემატება 30 კილოგრამს.
- ამანათში აღმოჩნდა 4 და მეტი ერთგვაროვანი ნივთი.
განბაჟების პროცედურას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს კომპანია გზავნილის ადმინისტრაცია მის მიერ დაქირავებული საბაჟოს დეკლარანტის მეშვეობით.
პროცედურას ესაჭიროება 1-2 სამუშაო დღე. მხოლოდ დეკლარაციის ფორმა 4-ის, დამზადების შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ განსაბაჟებელი გზავნილი ან ნივთი და 30 დღის განმავლობაში გადაიხდოთ სახელმწიფო ბაჟი დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლების სამინისტროს ანგარიშზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება გააჩეროს და ექსპერტიზაზე გადაცეს ნებისმიერი გზავნილი ფასის დაზუსტების მიზნით.
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს ინვოისს თუ იგი არ არის ორიგინალი.
- საბაჟო სამსახურს აქვს უფლება არ დაეთანხმოს თქვენს ან ჩვენ შეფასებას.
ზემოთ აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში გზავნილს ენიჭება სტატუსი ”პრობლემური” და განბაჟების პროცედურა გაგრძელდება 1-2 სამუშაო დღით.
საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული ფორმა 4-ის მომზადების ღირებულება ფიზიკურ ამანათზე შეადგენს 20 ლარი, ინტერნეტ გამოწერაზე 10 ლარი.