FAQ Custom
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

ხშირად დასმული კითხვები

განბაჟების პროცესი

რა ღირებულების ამანათი განბაჟდება?
განბაჟებას ექვემდებარება ამანათი სამ შემთხვევაში:

1. თუ ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს

2. თუ ამანათი შეიცავს ერთგვაროვანი პროდუკციას

3. თუ ამანათის წონა აღემატება 30კგ-ს მიუხედავად შიგთავსის ღირებულებისა

4. თუ ამანათის მიმღები არის ორგანიზაცია

როგორია განბაჟების პროცედურა?
საქართველოში განბაჟების პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია. თქვენ არ გჭირდებათ საბაჟოზე წასვლა, დეკლარანტის ძებნა და ასე შემდეგ

განბაჟების ფორმულა ასეთია – ამანათის შემადგენლობის საფასურს ემატება გადაზიდვის ღირებულება და მიღებული სიდიდის 18% არის საბაჟო გადასახადი, რომლის გადახდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ

ეს მომსახურება ფასიანია: ონლაინ გამოერილი ამანათისთვის 10 ლარს შეადგენს, პერსონალურისთვის 20 ლარს

ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

განბაჟება უცხო ქვეყნის მოქალაეებს ეხებათ?
თუ თქვენი ამანათი საბაჟომ გააჩერა და არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი, რომლის მიღებაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში კოსტავას #68.
რა შემთხვევაში არ ბაჟდება გზავნილი?
განბაჟებას არ ექვემდებარება ამანათი:

1. თუ ამანათი განკუთვნილია დიპლომატიური და სხვა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლობისთვის. ამ შემთხვევაშიც საჭიოროა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა

2. თუ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საზღვარგარეთ 6 თვეზე ხანგრძლივად. ამ შემთხვევაში ერთჯერადად თავისუფლდება 15 000 ლარამდე საოჯახო, პირადი დანიშნულების საქონლის შემოტანაზე.

რა შეიძლება მოხდეს არასწორი დეკლარირების გამო?
შეცდომით ან განზრახ არასწორად დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40% ჯარიმას, ხოლო მომდევნო შემთხვევაზე 100%-ს. საბაჟო ამ სიტუაციას განიხილავს როგორც გადასახადებისაგან თავის არიდებას.
თქვენს ფასში შესულია შესაძლო საბაჟო ხარჯები?
არა, ჩვენი ფასი მოიცავს მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას. თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, იგი ჩვეულებრივ უნდა განბაჟდეს გამარტივებული საბაჟო პროცედურების გავლით. განბაჟების ფორმულა ასეთია: ნივთის ფასს ემატება გადაზიდვის ღირებულებას და ბაჟი გამოითვლება მიღებული სიდიდის 18%-ით, დოკუმენტაციის მომზადების ღირებულებაა 10 ლარი ერთი სახის პროდუქციისთვის და 20 ლარი ორი ან მეტი სახის პროდუქციის დროს.

მოგესალმებით, გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, მისი აქსესუარების და ნაწილებს, ტყვიების ან ტყვიების შემადგენელი ნაწილების, ან ტყვიის დამამზადებელი დანადგარების ტრანსპორტირება აკრძალულია ამერიკიდან. 

სამწუხაროდ ამერიკაში კვლავ ვიღებთ ამანათებს ზემოთხსნეებული შემადგენლობით, რაც ბუნებრივია ვერ გამოიგზვნება, და ასევე ვერ განხორციელდება სელერთან მიბრუნება.