FAQ General
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები

რამდენჯერ აგზავნით კვირაში?
ჩვენ კვირაში ვგზავნით სამ ექსპრეს და სამ რეგულარ გზავნილს:

ექპრეს სერვისის გაგზავნის დღეებია: ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს.

რეგულარული სერვისი - ყოველ სამშაბათს, პარასკევი და კვირა

რამდენ დღეში ჩამოდის ამანათი?
ჩვენ გვაქვს ორი სახის მომსახურება - ექსპრესი და რეგულარი. ექსპრესი ჩაგვაქვს 3 დღეში და რეგულარი 5-7 დღეში.
შესაძლებელია თუ არა ტვირთის დაგვიანება?
სამწუხაროდ დაგვიანება შესაძლებელია. დაგვიანების რამდენიმე მიზეზი არსებობს – ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი რეისის არ არსებობა, ადამიანური შეცდომა, კლიმატური ან ტექნიკური მიზეზი რამაც ფრენის გადადება გამოიწვია.
როგორ მოვიქსე თუ ამანათზე არ აწერია ოთახის ნომერი?
ასეთ შემთხვევაში მთავარია, რომ ჩვენს სისტემაში ამანათი დაამატოთ. როცა მას მოიტანენ დასკანერებისას სისტემა ავტომატურად თქვენს ანგარიშზე ასახავს. ზოგადად სარეგისტრაციო ნომრის დაწერა სულ არაა აუცილებელი თუ ამანათი სწორადაა დადეკლარირებული.
რა არის მოცულობითი წონა?
არავის მოგვწონს მოცულობითი წონა მათ შორის ჩვენც გადამზიდებს. ბევრად მარტივი იქნებოდა პირდაპირ სასწორზე დაგვედო და გაზომვაც არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ…

ვეცდები აგიხსნათ: ნებისმიერ თვითმფრინავს აქვს განსაზღვრული ტვირთამწეობა (მაქსიმალური წონა რომლის გადაზიდვასაც შეძლებს) და სათავსო რომელშიც ტვირთი ლაგდება. მაგალითად სამგზავრო/სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც სატრანზიტო ქვეყნამდე მიფრინავს (თურქეთი, აზერბაიჯანი ან ყატარი) დაახლოებით 24 ტონა აქვს ტვირთამწეობა. თუ მოცულობითი წონის ფაქტორი არ იარსებებდა და რომელიმე კომპანია შეიტანდა მოცულობით ტვირთს (მაგალითად სათამაშოებს, საკვებ ჩიპსებს და ასე შემდეგ) გამოვა რომ 24 ტონის ნაცვლად მხოლოდ 10 ან თუნდაც 15 ტონა ჩაეტიოს ხომალდის სათავსოში და ავია კომპანია დაკარგავს 9 ტონის საფასურს.

ეს კომპანიები ფრენის შესრულებისთვის იხდიან სახმელეთო და საჰაერო მომსახურების, საწვავის და უსაფრთხოების, ლიცენზიის და თვითმფრინავის ცვეთის, დაზღვევის და სხვა უამრავ ხარჯს, ამიტომ ცდილობენ რომ ყოველი რეისი სრულად დატვირთონ.

ავიაკომპანიებმა, რომ არ განასხვაონ მომხმარებლები თავისი ტვირთის სახეობების მიხედვით და ყველას თანაბრად მოემსახურონ IATA-მ (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ) შემოიღო მოცულობითი წონის ფორმულა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი და ავიაკომპანია მეტნაკლებად თანაბრად არიან დაცული.

UPS, DHL, FedEX, USPS ნაკლები წონა წერია ვიდრე თქვენთან, რატომ?
ამერიკაში ადგილობრივი გადამზიდები ხშირად სახმელეთო გზით ახორციელებენ გადაზიდვებს. ასეთ შემთხვევებში თრექინგის მონაცემებით ყოველთვის რეალური წონა იწერება. საჰაერო გადაზიდვის დროს კი ამანათის მოცულობითი წონაც გასათვალისწინებელია, რადგან ავიაკომპანია ამ გზით გვახდევინებს მომსახურების საფასურს.

თუ როდესმე მოხდა შემთხვევა, რომ ინვოისში არასწორი წონა არის მითითებული, ბოდიშს მოგიხდით და ფასის კორექცია მოვახდენთ.

გადახდის რა ფორმებს იღებთ?
განსხვავებულია გადახდის ფორმები ამერიკაში და საქართველოში:

ამერიკაში გადახდის ფორმებია: ვებ გვერდიდან გადახდა,ჩეკი, ნაღდი ფული, ბანკის ბარათი, BillPay - ბანკის ანგარიშიდან, PayPal-ი, მობილური აპლიკაცია, ბანკის გადმორიცხვა, მანიორდერი.

საქართველოში გადახდის ფორმებია: ვებ გვერდიდან გადახდა, მობილური აპლიკაცია, ბანკის ბარათი, BillPay - ბანკის ანგარიშიდან, PayPal-ი, ბანკის გადმორიცხვა; ნაღდი ფული მიუღებელია

როგორ მივიღო ინფორმაცია ამანათის გადაადგილების შესახებ?
ამანათის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღების 2 გზა არსებობს:

1. გზავნილის ვებ გვერდი – თქვენს ანგარიშზე შესვლისას, მართვის პანელში ამანათები მოცემულია სტატუსების მიხედვით. უფრო დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დააწკაპოთ ამანათის ნომერს დაგამოჩნდება მისი გადაადგილების სრული ისტორია.

2. მობილური აპლიკაცია (სრულიად უფასოა) – iPhone და Android-ის მომხმარებლებმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, როგორც ვებ გვერდის მსგავსი თრაქინგის გაკეთებას ასევე ტექსტური შეტყობინების მიღებას. ამასთან თქვენ შეგიძლიათ პარამეტრების გვერდიდან ჩართოთ ან გამორთოთ სასურველი შეტობინების სახეობა. შეტყობინების სახეობების სრული სია ასეთია: მოლოდინის რეჟიმშია, მიღებულია ამერიკაში, გამოიგზავნა, გაჩერებულია საბაჟოზე (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გააჩერეს), მიღებულია თბილისის ოფისში, გატანილია დასარიგებლად (თუ სახლში მისატანი ამამანათია) და ჩაბარდა მიმღებს.

რატომ არ აისახა ამანათი ჩემს კაბინეტში?
აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:
1. არ გაქვთ ამანათი დადეკლარირებული (დამატებული) თქვენს ანგარიშზე.
2. ამანათის დამატებისას მაღაზიის მიერ მოცემული თრაქინგ ნომერი დეკლარაციისა ჩაწერეთ სწორად (მაგალითად არ ჩაწეროთ Trucking number: 1Z2G123456789 – ჩაწერეთ მხოლოდ 1Z2G123456789 ან არ ჩაწეროთ ორდერის ნომერი). სკანერი ვერ ხვდება სხვა სიტყვებს და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ასეთი ამანათი არ არსებობს.
3. ამანათის დასამატებლად ზოგჯერ საჭიროა რამოდენიმე საათი, რათა ამანათები დახარისხდეს და შესაბამისად აღმოჩნდეს მონაცემთა ბაზაში. 4. თუ ამანათი 1 სამუშაო დღეზე მეტი არ გამოჩნდა თქვენს ანგარიშზე სასწრაფოდ დაგვიკავშირდით (შესაძლოა იგი სხვაგან მიიტანეს შეცდომით).
რატომ აგზავნის მაღაზია შეკვეთას რამდენიმე ნაწილად?
ასეთი შემთხვევები ძირითადად დიდ ონლაინ მაღაზიებს ემართებათ. ასეთ მაღაზიებს საწყობები სხვადასხვა შტატებში აქვთ განლაგებული ადგილობრივი რეალური მაღაზიების უკეთ მოსამარაგებლად. საწყობს რომელმაც შეკვეთა მიიღო, თუ არ აღმოაჩნდა ყველა ნივთი ან საჭირო ზომა შეკვეთის ნაწილს სხვა საწყობს აძლევს. თუ დააკვირდებით ამანათის გადაადგილებას შიდა გადაზიდვისას, ერთი შეკვეთის ნაწილი შეიძლება მოდიოდეს აღმოსავლეთ სანაპიროდან, მეორე დასავლეთ სანაპიროდან. ამის გამო, ჩვენ საწყობამდე ყველა ორდერი რამდენიმე დღის სხვაობითაც მოვიდეს.
რამდენ დღეში მოიტანენ მაღაზიები ამანათს თქვენს საწყობში?
ჩვენს საწობამდე ამანათის მოტანა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ სერვისის სახეობაზე. თუ თქვენ აირჩევთ უფასო გამოგზავნას ჩვენს საწყობამდე მაშინ ამანათს შედარებით გვიან მოიტანენ. თუ სწრაფ სერვისს აირჩევთ – სწრაფად, თუმცა ამ დროს შიფინგი უფასო არ იქნება.

მოგესალმებით, გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, მისი აქსესუარების და ნაწილებს, ტყვიების ან ტყვიების შემადგენელი ნაწილების, ან ტყვიის დამამზადებელი დანადგარების ტრანსპორტირება აკრძალულია ამერიკიდან. 

სამწუხაროდ ამერიკაში კვლავ ვიღებთ ამანათებს ზემოთხსნეებული შემადგენლობით, რაც ბუნებრივია ვერ გამოიგზვნება, და ასევე ვერ განხორციელდება სელერთან მიბრუნება.