FAQ Shopping
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

ხშირად დასმული კითხვები

ინტერნეტ შესყიდვა

რა თანხის დაბრუნებას გთავაზობთ?
ყოველი მაღაზია, რომელიც თანამშრომლობს თანხის უკან დაბრუნების კუთხით სარეკლამო მომსახურების სახით იხდის თანხას რომლის 2/3 თქვენდამი პატივისცემის და თანამშრომლობის მიზნით გინაწილებთ.
რა ოდენობის თანხას აბრუნებთ?
იყველა მაღაზია განსხვავებულ პროცენტს იხდის შეკვეთის ოდენობიდან. საშუალოდ 4-6 %-ია, მაგრამ 1-10% მდე მერყეობს. ყოველი მაღაზიის ბანეზე მითითებულია თანხის პროცენტული რაოდენობა.
რომელი მაღაზიიდან შეიძლება გამოწერა?
ინტერნეტ გამოწერა შეგიძლიათ ნებისმიერი ვებ გვერდიდან, მხოლოდ გამოწერილი ამანათის შიგთავსი არ უნდა იყოს აკრძალული ნივთების კატეგორიიდან.
რატომ დამიჯდა ანგარიშზე უფრო ნაკლები თანხა ვიდრე ველოდი?
ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

1. მაღაზია იხდის საქონლის რაოდენობიდან და არა ტრანსპორტირების ან დღგ-ს ჩათვლით

2. ზოგიერთ მაღაზიას განსხვავებულ საქონელზე განსხვავებული საკომისიო აქვს.

3. ზოგიერთი მაღაზია გარკვეულ საქონელზე საერთოდ არ იხდის საკომისიოს.

ასეთი დეტალები მოცემულია ჩვენი საირის კონკრეტული მაღაზიის გვერდზე.

შეიძლება გამოწერა თუ ევროპაში ვცხოვრობ?
თქვენ შეგიძლიათ მხოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიწეროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამანათის გაგზავნა საქართველოში გნებავთ.
რომელი მისამართი გამოვიყენო?
გასაგზავნ (შიპინგ) მისამართში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩვენი ამერიკული მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ თუ მაღაზია გახდევინებთ დღგ-ს (Sales Tax) გამოიყენეთ დელავერის მისამართი.

პირადად გამოგზავნილი ამანათები აუცილებლად გამოგვიგზავნეთ ნიუ იორკის მისამართზე

ინტერნეტ გამოწერილი ამანათები შეგიძლიათ გააგზავნოთ ჩვენს ნებისმიერ მისამართზე

რა ვებ გვერდია Saveez.com?
ეს გვერდი შექმნიალია ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ნივთების ინტერნეტით შეძენა. აქ რამდენიმე ათასი მაღაზიაა განთავსებული და ათასობით კუპონი და ფასდაკლების აქცია. ძალიან მალე დაემატება მილიონობით პროდუქტი. ვებგვერდი ჯერჯერობით სრულყოფილი არაა ხოლოდ რამდენიმე გვერდი გამოვაჩინეთ. ვებგვერდს აქვს დრო და დრო უამრავი ფუნქცია დაემატება.
რატომ უნდა ვიყიდო Saveez.com-ის გავლით?
ამ ვებ გვერდის გავლით შეძენისას პროდუქტებზე ფასები იგივე არის რაც პირდაპირ საიტზე ვიზიტისას, მაგრამ გთავაზობთრამდენიმე ტიპის სარგებელს:
1. ფასდაკლების კუპონები და აქციები - თუ რომელიმე მაღაზია აქვეყნებს რაიმე სახის აქციას იგი ავტომატურად აისახება საიტზე;
2. მაღაზიები, რომლებიც იღებენ გადახდის ფორმებს, რომლებიც შესაძლებელია საქართველოდან გამოიყენოთ;
3. ბონუსის სისტემა, რომელსაც ჩვენ გაძლევთ გადაზიდვის დროს – თუ თქვენი ნივთები შეძენიალია Saveez.com-ზე.
როგორ მოვიქცე თუ მაღაზია არ იღებს ქართულ ბარათს?
აქ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას, რომელიც ხშირად მუშაობს, მაგრამ არა ყოველთვის: უამრავი პროგრამა არსებობს, რომელსაც შეუძლია IP მისამართის შეცვლა. ერთერთია Cyber Ghost. ეს პროგრამა მუშაობს Windows, Linux, IOS-ზე (Apple), ნებისმიერ ტაბლეტზე და მობილურზე. ამ კომპანიას აქვს უფასო და ფასიანი სერვისი. უფასო სერვისს შეფერხება აქვს ის, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთს მუშაობს და გათიშვის შემდეგ თავიდან უნდა ჩართოთ. ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ საქართველოს IP მისამართი შეცვალოთ ამერიკის IP მისამართით.
შეგიძლიათ დამეხმაროთ ნივთის შეძენაში?
დიახ, შეგვიძლია. მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გქონდეთ PayPal-ის ანგარიში, რომ ჩვენთან ანგარიშსწორება შეძლოთ და ეს მომსახურება დაგიჯდებათ შეკვეთის 4% (ეს ის თანხაა რომელსაც PayPal-ი იღებს მომსახერებაში)

მოგესალმებით, გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, მისი აქსესუარების და ნაწილებს, ტყვიების ან ტყვიების შემადგენელი ნაწილების, ან ტყვიის დამამზადებელი დანადგარების ტრანსპორტირება აკრძალულია ამერიკიდან. 

სამწუხაროდ ამერიკაში კვლავ ვიღებთ ამანათებს ზემოთხსნეებული შემადგენლობით, რაც ბუნებრივია ვერ გამოიგზვნება, და ასევე ვერ განხორციელდება სელერთან მიბრუნება.