FAQ
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები

რამდენჯერ აგზავნით კვირაში?
კვირაში 1-2 რეისი

ექპრეს სერვისის გაგზავნის დღეებია: დროებით შეჩერებულია.

რეგულარული სერვისი - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს

რამდენ დღეში ჩამოგაქვთ ამანათი?
რეგულარი რეისი 10-12 დღეში.
შესაძლებელია თუ არა ტვირთის დაგვიანება?
სამწუხაროდ დაგვიანება შესაძლებელია. დაგვიანების რამდენიმე მიზეზი არსებობს – ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი რეისის არ არსებობა, კლიმატური ან ტექნიკური მიზეზი რამაც ფრენის გადადება გამოიწვია.
როგორ მოვიქცე თუ ამანათზე არ აწერია ოთახის ნომერი?
ასეთ შემთხვევაში მთავარია, რომ ჩვენს სისტემაში ამანათი დაამატოთ. როცა მას ფოსტა მოიტანს, დასკანერებისას სისტემა ავტომატურად თქვენს ანგარიშზე ასახავს. ზოგადად სარეგისტრაციო ნომრის დაწერა საერთოდ არაა აუცილებელი, თუ ამანათი სწორადაა დადეკლარირებული.

რეგისტრაცია

რატომ არის რეგისტრაცია აუცილებელი?
რეგისტრაციის აუცილებლობას სამი მომენტი განაპირობებს:

1. რეგისტრაცია საჭიროა ჩვენთვის, კომპანია გზავნილისთვის სრულყოფილი მომსახურების განსახორციელებლად. ამით საშუალება გვეძლევა გვქონდეს თქვენი საკონტაქტო მონაცემები საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დასაკავშირებლად.

2. რეგისტრაცია საჭიროა თქვენთვის რათა შეგეძლოთ თქვენი ამანათის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. თქვენ შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ ამანათის გადაადგილებას და ასევე გადაიხადოთ ამანათის გადაზიდვის ღირებულება.

3. რეგისტრაცია, ასევე საჭიროა საბაჟო პროცედურების წარმატებით გასავლელად. არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში ამანათი შეიძლება გააჩეროროს საბაჟომ.

რეგისტრაცია მიმღების სახელზე გავაკეთო თუ გამგზავნის?
რეგისტრაცია აუცილებლად თქვენი პირადი მონაცემებით განახორციელეთ, სულერთია სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: საქართველოში, ამერიკაში, ევროპაში თუ ავსტრალიაში. მიმღების ვინაობის მითითებას ამანათის დეკლარირებისას შეძლებთ.
რომელი მისამართი გამოვიყენო რეგისტრაციის დროს?
გთხოვთ გამოიყენეთ თქვენი რეალური საცხოვრებელი ადგილი.
ელ-ფოსტაში რა ჩავწერო?
ელ ფოსტა – შეიყვანეთ იმ ელ ფოსტის მისამართი რომელსაც რეალურად იყენებთ, რადგან ეს საჭიროა ანგარიშის გასააქტიურებლად. .ჩვენ არ ვაგზავნით სპამს.

ამანათების შეგროვება

რომელ შტატებს ემსახურება კურიერი ამერიკაში?
გზავნილის კურიერები ემსახურებიან ქალაქ ნიუიორკის ხუთივე ბოროუს, კონექტიკუტის შტატის სამხრეთს, სამხრეთ აფსტეიტს, მთლიანად შტატ ნიუჯერს, მთლიანად შტატ დელავერს, ქალაქ ფილადელფიას და მის შემოგარენს.
როგორ ემსახურებით შტატებს სადაც გზავნილის კურიერი ვერ ფარავს?
მომხმარებლებს, რომლებიც ცხოვრობენ შტატებში, რომლებსაც გზავნილის კურიერი ვერ ფარავს შეგვიძლია შევთავაზოთ ამანათის მოწოდების სამი გზა:

1. შევუკვეთოთ პარტნიორი კომპანია UPS-ის კურიერი, რომელიც წამოიღებს ამანათს სასურველი მისამართიდან

2. შეგვიძლია UPS-ის სტიკერი გამოგიგზავნოთ და თვითონ მიიტანოთ UPS-ის მაღაზიაში. ამ შემთხვევაში დაახლოებით UPS-ის მომსახურების 20% ზოგავთ

3. თავად შეგიძლიათ მიიტანოთ ნებისმიერ ფოსტაში და გამოაგზავნოთ ჩვენს ნიუ იორკის მისამართზე.

კანადიდან თუ აგზავნით ამანათებს?
კანადაში ოფისი არ გვაქვს, მაგრამ შეგიძლიათ კანადის ფოსტით გამოგვიგზავნოთ. ამ გზით უფრო იაფი ღირს გაგზავნა საქართველომდე და უფრო სწრაფადაც ჩადის.
რომელი ფოსტით გამოგიგზავნოთ ამანათი?
პერსონალურ ამანათს, რომელი ფოსტით გამოაგზავნით ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ რჩევას მოგცემთ: 1) თუ მცირე ზომის ამანათის გამოგზავნა გნებავთ უფრო იაფი ეღირება USPS-ის გამპენება; 2) თუ 4-5 კგ და მეტია ამანათი UPS-ი საუკეთესო არჩევანია, ფასის, სისწრაფის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამანათის გადაზიდვა

რამდენჯერ აგზავნით კვირაში?
ჩვენ კვირაში ვაგზავნით 3-ჯერ. რეგულარული სერვისი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
რამდენ დღეში ჩამოდის ამანათი?
ჩვენ გვაქვს ორი სახის მომსახურება - ექსპრესი და რეგულარი. ექსპრესი ჩაგვაქვს 3 დღეში და რეგულარი 7-10 დღეში.
შესაძლებელია თუ არა ტვირთის დაგვიანება?
სამწუხაროდ დაგვიანება შესაძლებელია. დაგვიანების რამდენიმე მიზეზი არსებობს – ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი რეისის არ არსებობა, ადამიანური შეცდომა, კლიმატური ან ტექნიკური მიზეზი რამაც ფრენის გადადება გამოიწვია.
რომელ დღეებში გაცემთ ამანათებს?
ამანათების გაცემა იწყება "მიღებულია ოფისში" სტატუსის მინიჭებისთანავე.
.

ინტერნეტ შესყიდვა

რა არის ინტერნეტ შესყიდვა?
შესყიდვა რომელიც ხორციელდება ნებისმიერი მაღაზიიდან, რომელიც რეგისტრირებულია და აწარმოებს პროდუქციის გაყიდვას ონლაინ რეჟიმში ვებსაიტის საშუალებით.
რა არის ამანათის დეკლარირება (დამატება)?
ყველა ონლაინ გამოწერილი ამანათი სავალდებულოა დაადეკლარიოთ (დაამატოთ) ჩვენს ამერიკის ოფისში მისვლამდე თქვენს ვირტუალურ კაბინეტში.
როგორ ხდება ამანათის დეკლარირება?
რაც თქვენ ამანათს გამოიწერთ 1-2 სამუშაო დღეში გამყიდველი მაღაზიის მიერ გენიჭებათ ამანათის ნომერი (ტრექინგ ნომერი) რომელიც უნდა დაამატოთ ჩვენს ვებსაიტზე თქვენს ვირტუალურ კაბინეტში, აუცილებელია მიუთითოთ ამანათის ნომერი, მაღაზია საიდანაც იქნა შეძენილი ნივთი, ნივთის აღწერილობა და ღირებულება. ასევე სახელი და გვარი ქართული ასოებით ზუსტად ისე როგორც გიწერიათ პირადობის დამადასტურებელ საბუთში, ასევე პირადი ნომერი და მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
რატომ არის აუცილებელი ქართული ასოებით სახელი და გვარის შეყვანა?
თუ თქვენი სახელი და გვარი ასევე პირადი ნომერი არ იქნა იდენტური იმისა თუ რაც არის მითითებული თქვენს პირადობის დამადასტურებელ საბუთში შემოსავლების სამსახურის პროგრამა ვერ აღიქვამს თქვენს მონაცემებს და მოხდება ამანათის საბაჟოზე გაჩერება 10 სამუშაო დღით.
რამდენხანში ჩამოდის გამოწერილი ნივთები?
ყველა მაღაზია განსხვავებულ დროში ანხორციელებს პროდუქციის მიწოდებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენთან მისული ტვირთის დროულ (საშუალოდ 5-7 დღე) ტრანსპორტირებაზე. ჩვენს ოფისში არმისულ ან/და შეცდომით სხვა მისამართზე მისულ ამანათებზე არ ვართ პასუხისმგებელი, თუმცა შეძლებისდაგავრად ჩვენი კეთილინების გამოვლენით მაინც ვანხორციელებთ ამანათების მოძიებას .
რომელი მაღაზიიდან შეიძლება გამოწერა?
ინტერნეტ გამოწერა შეგიძლიათ ნებისმიერი ვებ გვერდიდან, მხოლოდ გამოწერილი ამანათის შიგთავსი არ უნდა იყოს აკრძალული ნივთების კატეგორიიდან.
ვის სახელზე უნდა გამოვწერო ამანათი?
ამანათი ყოველთვის გამოიწერეთ მიმღების სახელზე, დაუშვებელია ამანათი იყოს გამოწერილი ერთ პიროვნებაზე და დადეკლარირებული იყოს მეორეზე, ასეთი ხარვეზის შემთხვევაში ამანათი დაყოვნდება საბაჟოზე.
რატომ არ აისახა ამანათი ჩემს კაბინეტში?
ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

1. არ გაქვთ მითითებული გამოწერის დროს სახელი და გვარის ველში ჩვენს მიერ მინიჭებული ვირტუალური კაბინეტის ნომერი

2. არ გაქვთ ამანათი დადეკალრირებული (დამატებული) ვირტუალურ კაბინეტში.

3. შეცვლილია ამანათის ნომერი, ხშირია როცა ონლაინ მაღაზია განიჭებთ ერთ ამანათის ნომერს ხოლო ჩვენთან მოდის მეორე უკვე შეცვლილი ამანათის ნომრით, ეს ხდება როცა გადაზიდვას ანხორციელებს რამოდენიმე ფოსტა.

რა მისამართზე უნდა გავგზავნოთ ამანათი?
ყველა ამანათი გაგზავნილ უნდა იქნას თქვენს ვირტუალურ კაბინეტში, ველში " სად გავგზავნო" ნიმუშის შესაბამისად მითითებულ მისამართზე. არასრულად შევსებულ მისამართის შემთხვევაში ამანათის დაკარგვის დიდი ალბათობა არსებობს.

სატვირთო გადაზიდვა

რა ტიპის ამანათისთვისაა ეს გზავნილი?
სატვირთო გადაზიდვა განკუთვნილია კომერციული ტვირთისთვის
შეიძლება ამ სერვისის გამოყენება 200 კგ-სთვის?
ჩვენი ყველა სერვისი განკუთვნილია, ჩვენი მომხმარებლისთვის და თქვენ სრული უფლება გაქვთ აირჩიოთ რომელი მათგანის გამოყენება გსურთ, მარამ საკითხი ისაა რამდენი იქნება საბოლოოდ გადახდილი ფასი. ჩვენი გამოცდილებით 200 კგ ტვირთის გაგზავნა რეგულარული გზავნილით უფრო იაფი დაგიჯდებათ. მოდით შევადაროთ:

რეგულარული გზავნილი 200 კგ ღირს 1050$ - ამ ფასში შედის: ავიაგადამზიდის ტარიფი (+1000 კგ-სთვის), უფასო ყუთები, სკოჩი, პალეტის წონა 20 კგ, აეროპორტამდე მიტანა, აეროპორტის მოსაკრებლები, ხელფასი, აეროპორტიდან წამოღება და დოკუმენტაციის მომზადება.

სატვირთო გზავნილი 200 კგ ღირს 700$ (3.5$ კგ ტარიფი 500 კგ-ზე ნაკლები ტვიერთისთვის), შესაფუთი მასალა 50$, პალეტის წონის გადასახადი 70$, აეროპორტში მიტანა და წამოღება 150$, მძღოლის ხელფასი 100$, დოკუმენტაციის მომზადება 50$, აეროპორტის მოსაკრებლები 70$ - ჯამში 1190$.

ჩვენი გამოცდილებით 400-500 კგზე ნაკლები წონა ამ ტიპის სერვისის თვის არ არის მომგებიანი, რეგულარულის გამოყენება ჯობს.

რამდენი რეისის გაკეთება შეიძლება კვირაში?
საქართველოში ტვირთის შეტანის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - სატვირთო თვითმფრინავები, რადგან სამგზავრო იმდენად მცირე ზომის დაფრინავს ხშირად მგზავრის ბარგიც არ ეტევა. კვირაში 2 რეისი აქვს თურქეთს, 1 კარგოლუქს და 3 რეისი აზერბაიჯანს.
რამდენი დღე ჭირდება ჩატანას?
გადაზიდვის ვადა დაახლოებით 3-5 დღეა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჩქაროა ჩატანა, დამატებითი ანაზღაურებით შეიძლება გარანტირებულ სახეობაზე გადატანა, რომელიც 2.5-3 დღეა.

დაზღვევა და უსაფრთხოება

რამდენად არის დაზღვეული ამანათი?
მცირე ზომის ამანათები დაზღვეულია უფასოდ - მომხმარებლის მიერ დეკლარირებული ღირებულებით, თუმცა ის ვალდებულია ანაზღაურების მიღებამდე წარმოადგინოს ინვოისი.
როგორ აზღვევთ 55 ინჩზე გრძელ ამანათს?
ჩვენ ვიყენებთ ამერიკულ კონტრაქტორ კომპანიას, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც აქვს. დაზღვევის ღირებულება 1-5% ია და დამოკიდებულია გზავნილის შემადგენელზე, ზომაზე, მსხვრევადობაზე და ა.შ.
რატომ არ ვარ დაზღვეული USPS ამანათზე?
ნებისმიერი სხვა ფოსტისგან განსხვავებით USPS-ი არ აკეთებს სრულყოფილ ანგარიშს. საქმე იმაშია, რომ მათ სისტემაში მითითებულია, რომ ამანათი მიტანილია საფოსტო კოდზე მაგალითად 19801. რეალობაში ასეთ საფოსტო კოდზე ასობით მისამართია. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ დაგეხმაროთ ამანათის მოძიებაში.
როგორ დავიზღვიო თავი USPS-ის ამანათის დაკარგვისგან?
ამ პრობლემის მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ამანათის ამერიკის ტერითორიაზე გადაადგილებას (თრაქინგი), ამისთვის გზავნილის მობილური აპლიკაციაც დაგეხმარებათ - ამანათის მიღებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას. დაიმახსოვრეთ სავარაუდო მიტანის თარიღი და თქვენს ანგარიშზე ამანათის არ ასახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვმართეთ დასახმარებლად. რაც სწრაფად მოგვმართავთ, ამანათის მოძებნის მით მეტი შანსი გვაქვს.

განბაჟების პროცესი

რა ღირებულების ამანათი განბაჟდება?
განბაჟებას ექვემდებარება ამანათი სამ შემთხვევაში:

1. თუ ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს

2. თუ ამანათი შეიცავს ერთგვაროვან პროდუქციას

3. თუ ამანათის რეალური წონა აღემატება 30კგ-ს მიუხედავად შიგთავსის ღირებულებისა

4. თუ არის იარაღის ძირითადი ნაწილები, ზეთები დ ასაპოხი მასალა

როგორია განბაჟების პროცედურა?
საქართველოში განბაჟების პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია. თქვენ არ გჭირდებათ საბაჟოზე წასვლა, დეკლარანტის ძებნა და ასე შემდეგ

განბაჟების ფორმულა ასეთია – ამანათის შემადგენლობის საფასურს ემატება გადაზიდვის ღირებულება და მიღებული ჯამის ძირითად შემთხვევაში 18% არის საბაჟო გადასახადი, რომლის გადახდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ( საბაჟო კანონმდებლობით შესაძლებელია არ მოგენიჭოთ 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი)

ეს მომსახურება ფასიანია: ონლაინ გამოერილი ამანათისთვის 10 ლარს შეადგენს, ფიზიკური ამანათებისთვის 20 ლარს

ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დ აიმ პირის ადგილზ ეყოფნა ვიზეც ხდება განბაჟება

განბაჟება უცხო ქვეყნის მოქალაეებს ეხებათ?
თუ თქვენი ამანათი საბაჟომ გააჩერა და არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი, რომლის მიღებაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში კოსტავას #68.
რა შემთხვევაში არ ბაჟდება გზავნილი?
განბაჟებას არ ექვემდებარება ამანათი:

1. თუ ამანათი განკუთვნილია დიპლომატიური და სხვა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლობისთვის. ამ შემთხვევაშიც საჭიოროა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა

2. თუ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საზღვარგარეთ 6 თვეზე ხანგრძლივად. ამ შემთხვევაში ერთჯერადად თავისუფლდება 15 000 ლარამდე საოჯახო, პირადი დანიშნულების საქონლის შემოტანაზე.

მობილური აპლიკაცია

რომელი პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი აპლიკაცია?
მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდის ან ios (აიფონი) ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
რა ფუნქციები აქვს მობილურ აპლიკაციას?
მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ:
1. ამანათის ძებნა
2. მიიღოთ შეტყობინება – შეგიძლიათ აირჩიოთ რა სახის შეტყობინება გნებავთ რომ მიიღოთ ან შეგიძლიათ საერთოდ გათიშოთ შეტყობინება.
3. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა.
4. ოფისთან დაკავშირება
5. ზოგადი ინფორმაციები კომპანიის მომსახურების შესახებ.
რატომ არ მომდის შეტყობინება აპლიკაციაზე?
თუ თქვენ ამანათი სწორად გაქვთ დადეკლარირებული, მაშინ პრობლემაა თქვენი მობილურის პარამეტრებში.
აგიხსნით როგორ გავასწოროთ პარამეტრები:
IOS-თვის (iPhone) – გახსენით iPhone-ს Settings > გახსენით Notifications > მოძებნეთ გზავნილის აპლიცაცია ჩამონათვალში და დააწკაპეთ მას, გააქტიურეთ (გაამწვანეთ) ამ გვერდზე მოცემული ხუთივე ველი და ამ გვერდზე მოცემული 3 შეტყობინების სახეობიდან აირჩიეთ მესამე – Alerts.
Android-ისთვის Settings > გახსენით Notifications > მოძებნეთ გზავნილის აპლიცაცია ჩამონათვალში და გააქტიურეთ "ON"
შესაძლებელია ამანათის თრაქინგი აპლიკაციაზე?
დიახ, შესაძლებელია და ამისთვის ორი გზა არსებობს:
1. თუ შეტყობინება გააქტიურებული გაქვთ, ავტომატურად მიიღებთ სტატუსის განახლებას;
2. ამანათის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ განყოფილებაში "ამანათის ძებნა". სადაც ამანათები სტატუსების მიხედვით არის სორტირებული.

კურიერი საქართველოში

როგორია კურიერის დაფარვის არეალი საქართველოში?
ჩვენ მიგვაქვს ამანათი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში.
როგორ ვისარგებლო კურიერის მომსახურებით საქართველოში?
ამანათის თბილისის ოფისში მიღების შემდეგ, თქვენს კაბინეტში დააწკაპეთ ღილაკს "მოტანის მოთხოვნა"; მონიშნეთ მისატანი ამანათები ამანანათის გასწვრივ არსებულ უჯრედზე დაწკაპებით; შემდეგ გვერდზე აირჩიეთ მიმღები; შეამოწმეთ რომ მიმღების და მისამართი და ტელეფონ(ებ)ი სწორია და გადაიხადეთ. 12 საათამდე გადახდილ კურიერის მომსახურებას იმავე დღეს შევასრულებთ, 12 ის მერე მომდევნო დღეს.
რამდენია კურიერის მომსახურების ღირებულება საქართველოში?
თბილისსა და რუსთავში: ინტერნეტ გამოწერილი ამანათების მიტანის ღირებულებაა 1.25$ და ფიზიკურ ამანათებზე 5$ ნებისმიერ რაოდენობაზე. საქართველოს რეგიონებში კურიერის მომსახურების ღირებულება განსხვავდება – ონლაინ ამანათებისთვის ჯამში 10KG-მდე 2.5$, რეგულარული ამანათების 5$ ყოველ 10 კგ-ზე.
როდის იწყებთ ამანათების დარიგებას?
ონლაინ ამანათები რიგდება ადგილობრივ ოფისში მიღებიდან მომდევნო დღეს რეგულარული ამანათების დარიგება ხდება ადგილობრივ ოფისში მიღებიდან მომდევნო დღეს.
რა დრო ჭირდება ამანათების დარიგებას რეგიონში?
საქართველოს დიდ ქალაქებში კურიერს ამანათები ჩააქვს 1-2 სამუშაო დღეში. რეგიონებში ჩასატანად 2-3 სამუშაო დღე გვჭირდება. ძალიან იშვიათად ხდება რომელიმე რაიონული ცენტრიდან მოშორებულ სოფელში 3 დღეს გადაცდეს მიტანის ვადა.

მოგესალმებით, გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, მისი აქსესუარების და ნაწილებს, ტყვიების ან ტყვიების შემადგენელი ნაწილების, ან ტყვიის დამამზადებელი დანადგარების ტრანსპორტირება აკრძალულია ამერიკიდან. 

სამწუხაროდ ამერიკაში კვლავ ვიღებთ ამანათებს ზემოთხსნეებული შემადგენლობით, რაც ბუნებრივია ვერ გამოიგზვნება, და ასევე ვერ განხორციელდება სელერთან მიბრუნება.