GE Parcel Service - gzavnili
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

ამანათის გაგზავნა

 

გსურთ გააგზავნოთ პერსონალური ამანათი ამერიკიდან საქართველოში;
ან
გსურთ გამოიწეროთ ამანათი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში გასაგზავნად?
გთავაზობთ ბაზარზე საუკეთესო პირობას - თვითონ აირჩიეთ:

გზავნილის ფასი $6.95 თუ $7 კგ

რატომ უნდა აირჩიოთ გზავნილი?

 

ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვახორციელებთ ჩვენი სფეროს ყველაზე სრულყოფილ, სწრაფ და ეფექტურ სერვის. არსებითი უპირატესობა გვაქვს ყველა კომპანიასთან, რომლებიც ჩვენს სფეროში მოღვაწეობენ:

გადაზიდვის სისწრაფე
ჩვენ გთავაზობთ ყველაზე სწრაფ გზავნილს ამერიკიდან საქართველოში! ექსპრესს გზავნილი ჩაგვაქვს 2-3 დღეში (დროებით შეჩერებულია) და რეგულარული 10-12 დღეში.
ხელმისაწვდომი ფასი
ჩვენი შეუდარებლად დაბალი ფასი არაა საბოლოო... უფრო მეტი თანხის დაზოგვის გზა არის ინტერნეტ შესყიდვის კომბინირება გადაზიდვასთან.
გადაზიდვის სიხშირე
მხოლოდ ჩვენთან - კვირაში 5 რეისი: 3 ჯერ ექსპრეს გზავნილი (დროებით შეჩერებულია) და კვირაში 2 ჯერ რეგულარული. სატვირთო გადაზიდვა შეუზღუდავია - ნებისმიერ დროს შესაძლოა გამოგზავნა.
ფასის და სისწრაფის არჩევა
ვართ პირველები შემოგთავაზოთ საუკეთესო სისწრაფის და ფასის კომბინაცია. შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ სასურველი მომსახრურების ტიპი.

კალკულატორი

გამოთვალეთ ფასი და ჩატანის დღე

როგორია პროცედურების თანმიმდევრობა?

 
1
რეგისტრაცია

ვავალდებულებთ მომხმარებელს დარეგისტრირდეს, რათა შევძლოთ ამანათის თვალყური, გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია - იქენება ეს კურიერის გამოძახება, ჩვენთან გამოგზავნილი თუ გამოწერილი ამანათების მართვა.

2
პირადი ამანათისთვის გამოიძახეთ კურიერი ან მოგვიტანეთ

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს კურიერი ან მოიტანოს ამანათი ჩვენს რომელიმე ოფისში. შორეულ შტატებში ამანათის წამოსაღებად ვიყენებთ პარტნიორ კომპანიას - UPS-ს.

ან
ინტერნეტ ამანათები შეიძინეთ და გამოგზავნეთ

რეგისტრაციის შემდეგ, სასურველია (არაა სავალდებულო) შეიძინოთ ნივთები ჩვენს საიტზე არსებული უამრავი მაღაზიიდან და გამოგზავნეთ ჩვენს ვილმინგტონის მისამართზე, სადაც არ არსებობს დღგ არცერთი სახის საქონელზე.

3
ამანათის დეკლარირება და მომსახურების არჩევა

სამეთვალყურეო (თრაქინგ) ნომრის მიღებისთანავე უნდა დაადეკლარიროთ ამანათი თქვენს ვირტუალურ კაბინეტში (გზავნილის ანგარიშზე). ამანათის დეკლარირება სავალდებულოა როგორც ინტერნეტ ასევე პირადი გზავნილის შემთხვევაში. დეკლარირების თანავე აირჩიეთ გადაზიდვის სისწრაფე და ფასი.

4
მომსახურების საფასურის გადახდა

ბოლო ნაბიჯი ამანათის გადაზიდვის ციკლში არის მომსახურების და/ან თქვენს სახლის კარამდე მოტანის საფასურის გადახდა, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: ნაღდი ფულით, ჩეკით, ბანკის ბარათით, საბანკო გადმორიცხვით, ფეიფალით ან მობილური აპლიკაციით.

შემდეგი ექსპრეს რეისი იგზავნება 03/20
მოგვიტანეთ 12 საათამდე
და მიმღებს ჩავაბარებთ 03/22 დღის ბოლომდე

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ დღეში ჩამოგაქვთ ამანათი საქართველოში?
ჩვენ გვაქვს ორი სახის მომსახურება - ექსპრესი და რეგულარი. ექსპრესს გზავნილი საქართველოში ჩამოგვაქვს 3 დღეში და რეგულარი 5-7 დღეში.
რა არის მოცულობითი წონა?
არავის მოგვწონს მოცულობითი წონა მათ შორის ჩვენც გადამზიდებს. ბევრად მარტივი იქნებოდა პირდაპირ სასწორზე დაგვედო და გაზომვაც არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ…

ვეცდები აგიხსნათ: ნებისმიერ თვითმფრინავს აქვს განსაზღვრული ტვირთამწეობა (მაქსიმალური წონა რომლის გადაზიდვასაც შეძლებს) და სათავსო რომელშიც ტვირთი ლაგდება. მაგალითად სამგზავრო/სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც სატრანზიტო ქვეყნამდე მიფრინავს (თურქეთი, აზერბაიჯანი ან ყატარი) დაახლოებით 24 ტონა აქვს ტვირთამწეობა. თუ მოცულობითი წონის ფაქტორი არ იარსებებდა და რომელიმე კომპანია შეიტანდა მოცულობით ტვირთს (მაგალითად სათამაშოებს, საკვებ ჩიპსებს და ასე შემდეგ) გამოვა რომ 24 ტონის ნაცვლად მხოლოდ 10 ან თუნდაც 15 ტონა ჩაეტიოს ხომალდის სათავსოში და ავია კომპანია დაკარგავს 9 ტონის საფასურს.

ეს კომპანიები ფრენის შესრულებისთვის იხდიან სახმელეთო და საჰაერო მომსახურების, საწვავის და უსაფრთხოების, ლიცენზიის და თვითმფრინავის ცვეთის, დაზღვევის და სხვა უამრავ ხარჯს, ამიტომ ცდილობენ რომ ყოველი რეისი სრულად დატვირთონ.

რატომ არის რეგისტრაცია აუცილებელი?
რეგისტრაციის აუცილებლობას სამი მომენტი განაპირობებს:

1. რეგისტრაცია საჭიროა ჩვენთვის, კომპანია გზავნილისთვის სრულყოფილი მომსახურების განსახორციელებლად. ამით საშუალება გვეძლევა გვქონდეს თქვენი საკონტაქტო მონაცემები საჭიროების დროს თქვენთან დასაკავშირებლად.

2. რეგისტრაცია საჭიროა თქვენთვის რათა შეგეძლოთ თქვენი ამანათის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. თქვენ შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ ამანათის გადაადგილებას და ასევე გადაიხადოთ ამანათის ღირებულება.

3. რეგისტრაცია, ასევე საჭიროა საბაჟო პროცედურების წარმატებით გასავლელად. არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში ამანათი შეიძლება გააჩეროროს საბაჟომ.

რომელ შტატებს ემსახურება კურიერი ამერიკაში?
გზავნილის კურიერები ემსახურებიან ქალაქ ნიუიორკის ხუთივე ბოროუს, კონექტიკუტის შტატის სამხრეთს, სამხრეთ აფსტეიტს, მთლიანად შტატ ნიუჯერს, მთლიანად შტატ დელავერს, ქალაქ ფილადელფიას და მის შემოგარენს.
რომელ დღეებში გაცემთ ექსპრესს გზავნილს?
სამშაბათს გამოგზავნილი გზავნილის გაცემა იწყება პარასკევ დილით
პარასკევს გამოგზავნილი გაიცემა ორშაბათ დილით.
კვირას გამოგზავნილი ამანათების გაცემა იწყება ოთხშაბათ დილით.
რომელ დღეებში გაცემთ რეგულარულ გზავნილს?
ორშაბათს გამოგზავნილი გზავნილის გაიცემა პარასკევს ან ორშაბათს;
ოთხშაბათს გამოგზავნილი გაიცემა ორშაბათს ან ოთხშაბათს;
შაბათს გამოგზავნილი ამანათები გაიცემა ოთხშაბათს ან შაბათს.

კიდევ გაქვთ კითხვა?

შესაძლებელია კითხვის პასუხი, რომელიც ახლა დაგებადათ უკვე გვაქვს ჩვენს პასუხების გვერდზე, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ დაგვიკავშირდით:

თქვენი სახელი და გვარი
თქვენი ელ-ფოსტა 
კითხვის საგანი
შეტყობინების ტექსტი