გსურთ გააგზავნოთ პერსონალური ამანათი ამერიკიდან საქართველოში;
ან
გსურთ გამოიწეროთ ამანათი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში გასაგზავნად?
გთავაზობთ ბაზარზე საუკეთესო პირობას - თვითონ აირჩიეთ:
ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვახორციელებთ ჩვენი სფეროს ყველაზე სრულყოფილ, სწრაფ და ეფექტურ სერვის. არსებითი უპირატესობა გვაქვს ყველა კომპანიასთან, რომლებიც ჩვენს სფეროში მოღვაწეობენ:
გამოთვალეთ ფასი და ჩატანის დღე
ვავალდებულებთ მომხმარებელს დარეგისტრირდეს, რათა შევძლოთ ამანათის თვალყური, გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია - იქენება ეს კურიერის გამოძახება, ჩვენთან გამოგზავნილი თუ გამოწერილი ამანათების მართვა.
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს კურიერი ან მოიტანოს ამანათი ჩვენს რომელიმე ოფისში. შორეულ შტატებში ამანათის წამოსაღებად ვიყენებთ პარტნიორ კომპანიას - UPS-ს.
რეგისტრაციის შემდეგ, სასურველია (არაა სავალდებულო) შეიძინოთ ნივთები ჩვენს საიტზე არსებული უამრავი მაღაზიიდან და გამოგზავნეთ ჩვენს ვილმინგტონის მისამართზე, სადაც არ არსებობს დღგ არცერთი სახის საქონელზე.
სამეთვალყურეო (თრაქინგ) ნომრის მიღებისთანავე უნდა დაადეკლარიროთ ამანათი თქვენს ვირტუალურ კაბინეტში (გზავნილის ანგარიშზე). ამანათის დეკლარირება სავალდებულოა როგორც ინტერნეტ ასევე პირადი გზავნილის შემთხვევაში. დეკლარირების თანავე აირჩიეთ გადაზიდვის სისწრაფე და ფასი.
ბოლო ნაბიჯი ამანათის გადაზიდვის ციკლში არის მომსახურების და/ან თქვენს სახლის კარამდე მოტანის საფასურის გადახდა, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: ნაღდი ფულით, ჩეკით, ბანკის ბარათით, საბანკო გადმორიცხვით, ფეიფალით ან მობილური აპლიკაციით.
ვეცდები აგიხსნათ: ნებისმიერ თვითმფრინავს აქვს განსაზღვრული ტვირთამწეობა (მაქსიმალური წონა რომლის გადაზიდვასაც შეძლებს) და სათავსო რომელშიც ტვირთი ლაგდება. მაგალითად სამგზავრო/სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც სატრანზიტო ქვეყნამდე მიფრინავს (თურქეთი, აზერბაიჯანი ან ყატარი) დაახლოებით 24 ტონა აქვს ტვირთამწეობა. თუ მოცულობითი წონის ფაქტორი არ იარსებებდა და რომელიმე კომპანია შეიტანდა მოცულობით ტვირთს (მაგალითად სათამაშოებს, საკვებ ჩიპსებს და ასე შემდეგ) გამოვა რომ 24 ტონის ნაცვლად მხოლოდ 10 ან თუნდაც 15 ტონა ჩაეტიოს ხომალდის სათავსოში და ავია კომპანია დაკარგავს 9 ტონის საფასურს.
ეს კომპანიები ფრენის შესრულებისთვის იხდიან სახმელეთო და საჰაერო მომსახურების, საწვავის და უსაფრთხოების, ლიცენზიის და თვითმფრინავის ცვეთის, დაზღვევის და სხვა უამრავ ხარჯს, ამიტომ ცდილობენ რომ ყოველი რეისი სრულად დატვირთონ.
1. რეგისტრაცია საჭიროა ჩვენთვის, კომპანია გზავნილისთვის სრულყოფილი მომსახურების განსახორციელებლად. ამით საშუალება გვეძლევა გვქონდეს თქვენი საკონტაქტო მონაცემები საჭიროების დროს თქვენთან დასაკავშირებლად.
2. რეგისტრაცია საჭიროა თქვენთვის რათა შეგეძლოთ თქვენი ამანათის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. თქვენ შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ ამანათის გადაადგილებას და ასევე გადაიხადოთ ამანათის ღირებულება.
3. რეგისტრაცია, ასევე საჭიროა საბაჟო პროცედურების წარმატებით გასავლელად. არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში ამანათი შეიძლება გააჩეროროს საბაჟომ.
შესაძლებელია კითხვის პასუხი, რომელიც ახლა დაგებადათ უკვე გვაქვს ჩვენს პასუხების გვერდზე, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ დაგვიკავშირდით: