წესები და პირობები
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

წესები და პირობები

 

შემადგენლობა

  • 1. ტერმინთა განმარტება

  • 2. მისამართზე მიტანა

  • 3. მაქსიმალური ზომა და წონა, გადაფუთვა

  • 4. შეზღუდული და აკრძალული ნივთები

  • 5. საერთაშორისო სანქციები

  • 6. დანიშნულების ადგილი და დოკუმენტაცია

  • 7. მომსახურების სტანდარტი და დარიგება

  • 8. შეუძლებელია მიტანა

  • 9. ტარიფები

  • 10. პასუხისმგებლობა დაგვიანებაზე, დაკარგვა ან დაზიანება

  • 10. პასუხისმგებლობა დაგვიანებაზე, დაკარგვა ან დაზიანება - გაგრძელება

  • 11. დაგვიანების კომპენსაცია

  • 11. კომპენსირების ლიმიტი და ანაზღაურება - გაგრძელება

  • 12. საჩივარი კომპენსაციაზე ანაზღაურებაზე 

  • 13. ზოგადი ინფორმაცია

 

1. ტერმინთა განმარტება

 

გზავნილის გადაზიდვის ეს პირობები არეგულირებს ექსპრეს გზავნილის და რეგულაული მომსახურების უზრუნველყოფას. 

*გარანტირებული ჩატანა არის საკითხი ამ წესების და პირობების და ითვალისწინებს - დაგვიანებული ჩატანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მის მიერ გადახდილი მომსახურების საზღაურის ნაწილის უკან დაბრუნებას. ჩატანის თარიღი ითვლებაიღების თარიღს მიღების დღიდან. იხილეთ 11.1.2.

გზავნილი ეთანხმება მომსახურების სახეობას, რომელიც მომხმარებლის მიერაა არჩეული და ასრულებს მომხმარბლის მოთხოვნას ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.

ამ პირობებში შემდეგ განსაზღვრებებს აქვს ეს მნიშვნელობები: 

1.1 "საკოლექციო" ნიშნავს რაიმეს რაც, დასაფასებელია მისი ღირებულების ან მისი ძნელად ხელმისაწვდომობის გამო  

1.2 "პირობები" ნიშნავს ამ შეთანხმების პირობებს.

1.3 "ტვირთი" ნიშნავს ერთ ან მეტ ამანათს გაგზავნილს მომხმარებლის მიერ ამერიკიდან საქართველოში.

1.4 "ტრანსპორტირების გადასახადი" ნიშნავს გადასახადს გადახდილს გზავნილის მიმართ დაფუძნებულს პირობების მე-9 პუნქტში და გამონაკლისს პირობების 11 პუნქტით.

1.5 "მომხმარებელი" ნიშნავს გამგზავნს და პირს ვინც იხდის ტრანსპორტირების გადასახადს.

1.6 "გაგზავნა" ნიშნავს დროს როცა მომხმარბელი პირადად ან შუამავალის მეშვეობით მიღებულ ამანათს გაგზავნის დანიშნულების ადგილისკენ.

1.7 "გამონაკლისი ნივთები" ნიშნავს ნივთებს რომლებიც აღწერილია "კომპენსაციისგან გამონაკლისი".

1.8 "საერთაშორისო გადაზიდვა" ნიშნავს ნებისმიერ გზავნილს გაგზავნილს ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ.

1.9 "ამანათი"  ნიშნავს შეკვრას შიგთავსით გაგზავნილს გზავნილის რომელიმე სერვისით.  

1.10 "გზავნილი" ნიშნავს Gzavnili LLC და მის ოფიციალურ პარტნიორებს.

1.11 "აკრძალული ნითები" ნიშნავს ნივთებს რომლებიც არ შეიძლება გაგზავნილ იქნას აშშ-ს სამომხმარებლო ინსტრუქციების მიხედვით და მათი სტატუსი განისაზღვრება როგორც სახიფათო ან მავნე ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ. ამ კატეგორისს ნივთების გაგზავნა უკანონოა.

1.12 "მიმღები" ნიშნავს პირს რომელთანაც უნდა განხორციელდეს ამანათის ან ტვირთის ჩაბარება.  

1.13 "შეზღუდული ნივთები" ნიშნავს ნივთებს რომლებიც შიძლება გაიგზავნოს მაგრამ საჭიროა სპეციპიური დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა ტრანსპორტირების შესაბამისი პირობებით. 

1.14 "სამომხმარებლო ინსტრუქცია" ნიშნავს აშშ-ს ამანათის ან ტვირთის გადაზიდვის ინსტრუქციას. 

1.15 "სერვისები" ნიშნავს, ონლაინ გზავნილს, რეგულარულ გზავნილს, ემიგრანტს ან კარგოს. 

1.16 "აშშ" ნიშნავს ამაერიკის შეერთებულ შტატებს

1.17 "შეუძლებელია მიტანა" ნიშნავს კომპანია გზავნილის მცდელობის მიუხედავად ვერ განხორციელდა ამანათის ან ტვირთის მიტანა, არასწორი მისამართის ან მიმღების მისამართზე არ ყოფნის გამო. ვიტოვებთ უფლებას მეორედ მისატანად მოვითხოვოთ მიტანის საფასური. 

 

2. მისამართზე მიტანა

 

2.1 კომპანია გზავნილი კისრულობს ვალდებულებას მიიტანოს ამანათი ან ტვირთი ამანათის დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე თუ მიტანის ღირებულება გადახდილია. 

2.2 კომპანია გზავნილმა შეიძლება მიიტანოს გზავნილი ალტერნატიულ მისამართზე როგორიცაა სამუშაო ადგილი ან სხვა თუ ამანათი დეკლარირებულია იმ მისამართზე.

2.3 დანიშნულების ადგილის შეცლა შესაძლებელია, მაგრამ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ალტერნატიულ მისამართზე ჩაბარდეს მიმღებს და შემოწმდეს პიროვნების იდენტობა ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტაციით.

 

3. მაქსიმალური ზომა ან წონა, გადაფუთვის სერვისი

 

3.1 სამომხმარებლო სერვისით გაგზავნილი ამანათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს, 315 სმ-ს სიგრძეში და 162 სმ-ს სიმაღლეში, შეფუთვის გათვალისწინებით.  

კომპანია გზავნილი ანხორციელებს ამანათის დაანგარიშებას ორი გამოთვლით: ფიზიკური წონა და მოცულობითი წონა, ამანათის ტრანსპორტირება ხორციელდება იმ წონით რომლის წონაც უპირატესია, მაგალითად თუ ფიზიკრუი წონა არის 5 კგ და მოცულობითი 7 კგ, მაშინ ამანათის წონა განისაზღვრება 7 კილოგრამით. ამანათების გადაფუთვა (წონის შემცირების მიზნით) ხდება ავტომატურ რეჟიმში, თუ გსურთ რომ ამანათი არ გადაიფუთოს და ჩამოვიდეს ისეთი სახით როგორიც მივიღეთ ამერიკის ოფისში გამოწერის დროს მიუთითეთ სპეციალური კოდი #0#0#0. გადაფუთული ამანათის დაზიანებასთან დაკავშირებით კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.

3.2 მომხმარებელი ვალდებულია შეფუთვისას გაითვალისწინოს ამანათის ხასიათი, კერძოდ, ხომ არ განეკუთვნება მარტივად მტვრევადი, მსხვრევადი ან თხევადი კატეგორიის ნივთებს. ამანათის შეფუთვისას მომხმარებლის მიერ გასათვალისწინებელია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, მათ შორის და არა მხოლოდ, ტრანსპორტირების ხანგრძლივობა, ამანათების დახარისხება, მათი გადატვირთვა, ფიზიკური ზემოქმედება, ბუნებრივი გარემო პირობების და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა. მომხმარებელი პასუხისმგებელია ამანათის შესაფუთი მასალის შერჩევაზე ერთპიროვნულად, ამანათისა და შესაფუთი მასალის სახეობის გათვალისწინებით. მსხვრევადი ან მტვრევადი ამანათების ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შესაფუთად შიგთავსში გამოიყენოს ჰაერბუშტოვანი ცელოფანი/ქსოვილი/სხვა მსგავსი კატეგორიის მასალა და განათავსოს მყარ ყუთში, რათა ნივთი დაცულ იქნას ყუთთან დამატებითი კონტაქტისაგან. მომხმარებელი პასუხისმგებელია ამანათის შეფუთვისას მისი გადანაწილება განახორციელოს იმგვარად, რომ ამანათის შიგთავსი მყარად იყოს დაფიქსირებული შეფუთვაში და რყევის შედეგად არ დადგეს მისი დაზიანების რისკი. ამანათში რამდენიმე ნივთის განთავსებისას მომხმარებელმა მათ გამყოფად უნდა შეარჩიოს მასალა საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელიც უზრუნველყოფს ნივთების მაქსიმალურ უსაფრთხოებას (მაგალითად, გაზეთი, ჰაერბუშტოვანი ცელოფანი, მუყაო, პენოპლასტი, კრაფტის ქაღალდი, პოროლონის ღრუბელი და სხვა). მომხმარებელი უზრუნველყოფს ამანათის შეფუთვას თვითწებადი ლენტის გამოყენებით, რათა არ მოხდეს შიგთავსის გადმოვარდნა.

4. აკრძალული და შეზღუდული ნივთები

 

4.1 აკრძალული ნივთები აღწერილია მოცემულ ბმულზე www.gzavnili.com/forbidden-items.html 

4.2 მომხმარებელი არის პასუხისმგებელი გზავნილის შემადგენლობაზე და ასეთი სახის შემადგენლობის ფარულად გაგზავნის შემთხვევაში შეიძლება დადგეს პირის პასუხისმგებლობა აშშ-ს ან საქრთველოს კანონის წინაშე.

4.3 კომპანია გზავნილს და მის ოფიციალურ პარტნიორებს ეხსნებათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ასეთი სახის ტვირთის ფარულად შემოტანის მცდელობის შემთხვევაში.

4.4 მომხმარებელი ვალდებულია სწორად დაადეკლარიროს გზავნილი www.gzavnili.com ზე.

4.5 მომხმარებელი არის ვალდებული აანაზღაუროს ზარალი ფარულად გაგზავნილი აკრძალული ან შეზღუდული ნივთების მიერ სხვა გზავნილის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში.

 

5. საერთაშორისო სანქციები

 

5.1 მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გზავნილში არ მოხვდეს აკრძალული ან შეღუდული ნივთები. მისი შემადგენობის მიერ გამოწვეული ზარალის შემთხვევაში მომხმარებელია პასუხისმგებელი ფაქტზე და შეიძლება ის გახდეს საერთაშორისო სანქციის ობიექტი. 

5.2 კომპანია გზავნილი, მისი თანამშრომლები და პარტნიორები განთავისუფლებული არიან პასუხისმგებლობისგან და მხოლოდ მომხმარებელია პასუხისმგებელია კანონის წინაშე.

5.3 თუ კომპანია გზავნილს აქვს საფუძვლიანი ეჭვი გზავნილის შიგთავსთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციის კანონის ნებართვით აქვს აუფლება გახსნას ამანათი და შეწყვიტოს გაგზავნა ან მიტანა. 

5.4 თუ მომხმარებელმა გააგზავნა ან ცადა გაგაგზავნა აკრძალული ან შეზღუდული ნივთების და გზავნილის ან მისი კონტაქტორის აღმჩენის შემთხვევაში იტოვებს უფლებას გადაგდოს ან გაანადგუროს გზავნილის შიგთავსი. 

 

6. დანიშნულების ადგილი და დოკუმენტაცია

 

6.1 მომხმარებელი ვალდებულია განაახლოს სრული მისამართი www.gzavnili.com -ზე სახლის და ან მობილური ტელეფონის ნომრის ჩათვლით.

6.2 მომხმარებელი ვალდებულია სრულად დაადეკლარიროს ნებისმიერი გზავნილი ამერიკის ოფისში მისვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუდეკლარირებელი ამანათი დაანგარიშდება 1 კგ - 8.00 (აშშ) დოლარში. www.gzavnili.com -ზე ამ წესების მე12 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ან ნაწილობრივ კომპენსაციის მისაღებად. 

6.3 მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ არასრულმა დეკლარირებამ, შეიძლება გამოიწვიოს გზავნილის საბაჟოზე გაჩერება ან დაჯარიმება, რაზეც კომპანია გზავნილი იხსნის პასუხისმგებლობას. 

6.4 მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს რომ საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვის კანონებიდან გამომდინარე საბაჟოებს აქვს უფლება, გახსნას, შეაფასოს და ბაჟი დაუწესოს მომხმარებელს. კომპანია გზავნილი და მისი კონტარქტოები არ არიან პასუხისმგებელი საბაჟოს მიერ დაკისრებული ბაჟის ანაზღაურებაზე. 

6.5 არსებული რეგულაციების და კანონების საფუძველზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების გამო გამოწვეულ დაგვიანებაზე არაა პასუხისმგებელი და არ გადაიხდის დაგვიანების კომპენსაციას. 

 

7. მომსახურების სტანდარტი და დარიგება

 

7.1 ჩატანის და დარიგების დრო შეიძლება გაიზარდოს ამინდის (ფორსმაჟორული სიტუაცია) გაუარესების ან ტექნიკური პირობების გამო რამაც გამოიწვია ფრენის გადადება ან გაუქმება.

7.2 კალენდარული დღეები დაითვლება ტრანსპორტირება მხოლოდ საქართველოში ჩატანისას. 

7.3 გზავნილი მიტანილად ჩაითვლება, როცა კომპანია ,,გზავნილი" ან მისი კონტრაქტორები მიიტანენ გზაზავნილს დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე ერთხელ. განმეორებითი მიტანისთვის მომხმარებელმა თავიდან უნდა გადიხადოს მიტანის ღირებულება.

7.4 კომპანია გზავნილი აჩერებს მის ოფისებში ამანათს მომხმარებლის მიერ მოკითხვამდე (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) თუ ამანათის მიტანის ღირებულება გადახდილი არაა. 

 

8. შეუძლებელია მიტანა

 

8.1 თუ მომხმარებელი დეკრაციაში მითითებულ მისმართზე არ იმოფება და ტელეფონს არ პასუხობს, ამანათის სტატუსი განიხილება როგორც - შეუძლებელია მიტანა

8.3 თუ მომხმარებელი გონივრულ ვადაში (30 სამუშაო დღე) არ მიაკითხავს ამანათს, კომპანია გზავნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამანათს გადასცემს სახელმწიფოს.

 

9. ტარიფები

 

9.1 ტარიფები დადგენილია ამ წესებით და პირობებით და შესაძლებელია ნახოთ  http://www.gzavnili.com/prices.html.

9.2 მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს http://www.gzavnili.com/prices.html ზე განთავსებული ფასის და სერვისის მიხედვით.  

9.3 გზავნილი იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ ცვლილება არ შეეხება გზავნილს, რომელიც შეძენილია ცვლილების განხორციელებამდე და მომხმარებელმა შეიძლება დაადასტუროს შეძენის თარიღი ინვოისით. 

 

10. პასუხისმგებლობა დაგვიანებაზე, დაკარგვას ან დაზიანებაზე

 

10.1 კომპანია გზავნილი პასუხისმგებელია გზავნილის დაკარგვასა და დაზიანებაზე. და არაა პასუხისმგებელი ნივთის ხარისხზე და ვარგისიანობაზე.  

10.2 კომპანია გზავნილი აანაზღაურებს დეკლარირებული ღირებულების კომპენსაციას რომელიც დადასტურებული იქნება ორიგინალი ინვოისით. 

10.3 თუ კომპანია გზავნილია პასუხისმგებელი დაგვიანებაზე, ის გადაიხდის კომპენსაციას. იხილეთ პუნქტი 11. 

10.4 კომპანია გზავნილი არ აანაზღაურებს დაგვიანების გამო გამოწვეულ დაკარგვას კონტრაქტისას, ბიზნესისა, მოგების, ინტერესის ან სხვა სახის ზარალს რომელიც შეიძლება ჩვენმა დაგვიანებამ გამოიწვიოს.

10.5 დაზიანების კომპენსაცია არ შეიძლება აღემატებოდეს შეკეთების ხარჯს და/ან შემცვლელის ყიდვის ღირებულებას. გამონაკლისია აკრძალული ან შეზღუდული ნივთების გადატანისას გამოწვეული დაზიანებაზე

10.6 კომპანია გზავნილი არ იხდის კომპენსაციას:

10.6.1 საბაჟოს მოქმედებასა და უმოქმედობაზე, რაც იწვევს დაგვიანებას.

10.6.2 საბაჟოს მიერ დაკისრებულ ბაჟზე.

10.6.3  საბაჟოს დეკლარირება იყო არასწორი ან არასრული

10.6.5 გზავნილში აღმოჩნდა აკრძალული ან შეზღუდული ნივთი. 

10.7 კომპანია გზავნილი უფლებას იტოვებს ხელოვნურად გაზრდილი ანაზღაურების აპლიკაცია არ დააკმაოფილოს საერთოდ. 

10.8 კომპანი გზანილის ნიუ იორკის მიღების ცენტრის სამუშაო საათებია ორშაბათი - პარასკევი 9:00 - 19:00, ხოლო შაბათ-კვირა 10:00 - 17:00; დელავერის საწყობის მიღების სამუშაო საათებია ორშაბათი - პარასკევო 09:00 - 19:00. შაბათ-კვირას დელავერის საწყობი არ მუშაობს. თუ ამანათების დატოვება საფოსტო კომპანიების მიერ განხორციელდა არასამუშაო საათებში, კომპანია გზავნილი არ იღებს, აღნიშნული ამანათის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას. ასევე თუ ამანათი არ გადაეცა უშვალოდ, გზავნილის თანამშრომელს, აღნიშნული ამანათის დაკარგვაზე კომპანია გზავნილი არ იღებს პასუხისმგებლობას. ამანათის გადაცემა უნდა დასტურდებოდეს, გზავნილის თანამშრომლის მიერ ხელმოწერით. კომპანია გზავნილი არ იღებს პასუხისმგებლობას ისეთ ამანათზე, რომელიც დატოვებულ იქნა ქუჩაში, სადარბაზოში, ან კიბეზე. აუცილებელია, რომ ამანათები საკურიერო კომპანიების მიერ გადაეცეს გზავნილის თანამშრომელს საწყობში.

 

11.  კომპენსაცია დაკარგვასა და დაგვიანებაზე

 

11.0  ამანათი შესაძლებელია ჩაითვალოს დაკარგულად, თუ ამერიკის საწყობში მიღების შემდგომ, ამანათი არ ჩამოსულა საქართველოში 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული წესის თანახმად, კომპანია გზავნილი დაკარგული ამანათის კომპენსაციას გადაიხდის 15 კალენდარული დღის მანძილზე.

 

12. კომპენსაციის ან დაგვიანებაზე თანხის დაბრუნების მოთხოვნა 

12.1 კომპენსაციის ან დაგვიანებაზე თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ტვირთის გაგზავნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში.

12.2 კომპანია გზავნილმა შეიძლება მოახდინოს მოკვლევა ტვირთის შიგთავსის რაოდენობასთან და ხარისხთან დაკავშირებით, მოითხოვოს ინვოისი და შეკვეთის ნომერი. მომხმარებელი ვალდებულია კომპენსაციის მიღებისთვის ითანამშრომლოს გზავნილის ადმინისტრაციასთან. მოთხოვნილი დოკუმენტაცია წამოდენილი უნდა იყოს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

12.3 კომპანია გზავნილი არ განიხილავს მტკიცებულებად ინვოისს, რომელიც გაცემულია კომპანიის მიერ რომელსაც არ აქვს ვებგვერდი და ამ ვებ გვერდზე არ ყიდის მსგავს ნივთებს.

12.4 კომპნია გზავნილი არ აანაზღაურებს ნივთის დაზიანებით მიყენებულ ზარალს თუ ნივთი/ამანათი უკვე ჩაბარებული აქვს მიმღებს. ამანათის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ოფისში გატანამდე-ჩაბარებამდე ან/და კურიერის თანდასწრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზია ამანათის მდგომარეობაზე არ განიხილება.

12.5 კომპანია გზავნილი არ აანაზღაურებს ტვირთის ღირებულებას რომელსაც არ აქვს თრაქინგ ნომერი. 

12.5 კომპანია გზავნილი არ არის პასუხისმგებელი ამერიკის ფოსტის USPS -ის მიერ მოწოდებულ ჩაბარების ინფორმაციაზე, თუ ამანათი არ იყო დაზღვეული სავალდებულო ხელმოწერის სერვისით.

13. მომხმარებლის უფლებები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა

13.1 მომხმარებელი ვალდებულია სრულად და მართლებურად რეგისტრაციისას შეავსოს შემსრულებლის მიერ რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ფორმა. რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს შემსრულებლის ვებ–გვერდზე გაეხსნება საკუთარი პირადი ოთახი GZ ნომრით.

13.2 მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული პირადი, საკონტაქტო და ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში.

13.3 მომხმარებელი ვალდებულია ამანათის შესახებ ინფორმაცია შეავსოს (მოახდინოს ამანათის დეკლარირება) მომხმარებლის პირად ოთახში მითითებული მონაცემების მიხედვით კომპანიის საწყობში მისვლამდე. მომხმარებელი წინასწარ დეკალრირებას ანხორციელებს ონლაინ მაღაზიის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, რათა მის პირად ოთახში წინასწარ აისახოს ამანათის საწყობში შესვლის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე და დროულ გამოგზავნას.

13.4 მომხმარებელი ვალდებულია ამანათის მიღებისას გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.