Volume Weight
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

მოცულობითი წონა

რა არის მოცულობითი წონა?

მოცულობითი წონის გამოთვლის მიზანია ამანათის მიერ დაკავებული ადგილის განსაზღვრა. ეს სტანდარტი სავალდებულოა ყველა საჰაერო გადაზიდვისთვის. ინჩებში მოცულობის გამოთვლა ხორციელდება - ყუთის ზომების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) გამრავლებით და მოცულობითი წონის ფაქტორზე 366-ზე გაყოფით. სანტიმეტრით გამოთვლისას ვყოფთ მოცულობითი წონის ფაქტორ 6000-ზე.
ქვემოთ მოცემული კალკულატორით შეგიძლიათ თქვენი ყუთის მოცულობის გამოთვლა

მოცულობითი წონის არიდების პირველი ხერხი

მაქსიმალურად კომპაქტურად ჩააწყვეთ ყველა ნივთი ყუთში, დააჭირეთ ხელი ნივთებს ზემოდან, დანით გაჭერით ყუთის ოთხივე კუთხე ქვევიდან (ყუთში ჩადებული ნივთების სიმაღლიდან) ზემოთ, ჩაჭრილ ოთხ კუთხეს შორის ნივთების სიმაღლეზე დანის წვერით გაავლეთ (გახაზეთ და არ გაჭრათ) ხაზი, გავლებილ ხაზებზე ყუთის ოთხივე გვერდი ადვილად გადაიკეცება. გახსოვდეთ, რომ ყოველ ინჩს თუ სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვს და რამდნადაც მეტად შეამცირებთ ზომაში იმდენად ნაკლებს გადაიხდით.

მოცულობითი წონის არიდების მეორე ხერხი

ზოგიერთი ტიპის პროდუქციის გაგზავნის დროს, ნივთის ფორმის გამო შეუძლებელია ყუთის ზომის შემცირება. მაგალითად ბავშვის ეტლი, სათამაშოები, ავადმყოფის მოვლის საშუალებები - ასეთ შემთხვევაში უნდა ცადოთ ყუთში არსებული ცარიელი ადგილი შეავსოთ სხვა ნივთებით, რათა შეამციროთ სხვაობა მოცულობით და რეალურ წონას შორის. ამ შემთხვევაში მოცულობის გამო გადასახდელი თანხის ოდენობა იგივე რჩება მაგრამ იგივე თანხით შეძლებთ უფრო მეტი პროდუქციის გაგზავნას.

გამომთვლელი

მოცულობის გამოთვლა